შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ყრილობა გაიმართა

img_7958.jpg2013 წლის 12 მაისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ყრილობა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მომუშავე 75-მა ორგანიზაციამ გაიარა. ყრილობის მთავარი მიზანი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელების არჩევა იყო.

 

შეგახსენებთ რომ, შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭო თავისი არსით  არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სათათბირო ორგანო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის  ჩართულობით სახელმწიფოში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, მის ეფექტურად განხორციელებასა და კოორდინაციას.

 

საბჭოს მიზანია - მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკის შემუშავებას  პროგრამების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა თანაბარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. საბოლოოდ არჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები:

 

ჯგუფი I     გიორგი კოხრეიძე  - საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის (მობილობის) შეზღუდვის მქონე პირები:

ჯგუფი II    ამირან ბატატუნაშვილი  - ყრუ და სმენადაქვეითებული პირები:

ჯგუფი III ფრიდონ ლობჟანიძე -. უსინათლო და მცირედმხედველი პირები:

ჯგუფი IV ზაზა სიხარულიძე - ბავშვობიდან შშმ (თანდაყოლილი შეზღუდვის მქონე) პირები:

ჯგუფი V    ლალი წულეისკირი - ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული შეზღუდვის მქონე პირები:

ჯგუფი VI თეონა ყაჭეიშვილი - . ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები:

ჯგუფი VII     თამარ მაჭარაშვილი - შშმ ქალები:

ჯგუფი VIII ბელა სონღულაშვილი - შშმ ბავშვთა და /ან 18 წლის ზევით შშმ პირების მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი:

ჯგუფი IX   სიმონ პეტრიდისი - რეგიონების წარმომადგენელი:

ჯგუფი X    თემურ სახოკია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და ვეტერანი შშმ პირები:

 

ასევე ყრილობაზე დაესწრების სურვილი გამოხატეს ა/ო „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოს ყველასათვის“ წევრებმა, რომლებიც  აპროტესტებდნენ იმას, რომ  არჩევნებში  სევრის-პროვაიდერები იყვნენ წარმოდგენილნი, რაზეც მიიღეს შესაბამისი განმარტება (დელეგატთა აბსოლუტური უმრავლესობა შშმ პირთა, ან მათთან გათანაბრებული პირების ორგანიზაციები იყო). მათ ეთხოვათ, გაეარათ რეგისტრაცია, როგორც დელეგატს, ან დამკვირვებელს, თუ სურდათ სამუშაო პროცესში მონაწილეობის გაგრძელება, რაზეც სასტიკი უარი განაცხადეს და შესაბამისად ეთხოვათ ყრილობის დატოვება, რადგანაც საერთო კრებაზე მიღებული წესის თანახმად, რომელსაც თავადაც ესწრებოდნენ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის გავლის აუცილებლობის შესახებ (ან ნამდვილ წევრად ან დამკვირვებლად), ხოლო  ამ პროცედურის დარღვევით ყრილობაზე დასწრების მოთხოვნა დიდი ალბათობით იყო პროვოცირება კონფლიქტისა და ყრილობის ჩაშლისა, ყრილობა ღია იყო ნებისმიერი დარეგისტრირებული დამკვირვებლისათვის , რატომ განაცხადეეს უარი რეგისტრაციაზე??? - გაუგებარია.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ  შშმ პირთა  უფლებებისა და მათთვის ქვეყანაში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით, უმთავრესი მიზანია სამოქალაქო სექტორისთვის  და მათგან განსხვავებით ვფიქრობთ,  ამ პროცესში სპეციალისტების, ექსპერტებისა  და სერვი-პროვაიდერების უშალო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების  პროცესებში მხოლოდ წაადგება სწორ და ეფექტურურ გადაწყვეტილებების მიღებას.  ეს მოდელი უკვე მრავალი წელია წარმატებით მუშაობს ისეთი მაღალი დემოკრატიის პრინციპების მქონე ქვეყანაში როგორიც  აშშ და მათ გადაწყვეტილების  პროცესში   ჩართულობას არც აღნიშნული კონვენცია ზღუდავს.