რიჩარდ ნორლანდი - ამერიკა თქვენთან არის
usa-1.jpgამერიკა თქვენთან არის, - ამ სიტყვებით, ქართულად მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოში გამართული ღონისძიების მონაწილეებს. 

"ჩემი გზავნილი დღეს მარტივია - ამერიკა თქვენთან არის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც თავის საკუთარ გამოსვლებში ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა. 
 
 
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოსusa-2.jpg მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები არიან დღეს მათთან ერთად და ზეიმობენ ამერიკის შეერთებული შტატების 237-ე დამოუკიდებლობის დღეს. "როგორც აღვნიშნე, დღეს ჩემი გზავნილი არის ძალიან მარტივი, მიდის რა დემოკრატიის გზაზე საქართველო, ამერიკა თქვენთან არის", – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.(ინტერპრესნიუსი).
 
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ მიღებაზე კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმომადგენლები: გიორგი ძნელაძე, ირინე ინასარიძე და რატი იონათამიშვილიც იყვნენ მიწვეულნი. გიორგი ძნელაძე შეხვედრას, საქართველოში არყოფნის გამო, ვერ ადესწრო, რომელსაც აშშ ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განსაკუთრებული მოკითხვა გადასცა.