რიჩარდ ნორლანდმა შშმ პირთა საკითხებზე მრგავლ მაგიდას უმასპინძლა |
აშშ-ის
საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის
ელჩი
რიჩარდ
ნორლანდი
უძღვებოდა, შშმ პირთა
საზოგადოებაში
ინტეგრაციის
საკითხებზე
იმსჯელეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სახალხო დამცველი
უჩა
ნანუაშვილი,
დეპუტატი
გიგი
წერეთელი,
იუსტიციის
მინისტრის
მოადგილე
გოჩა
ლორთქიფანიძე და შშმ
პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყენა შეუერთდეს გაეროს კონვენციას და მივიღოთ ანტიდისკრიმინაციული აქტი შშმ პირთა შესახებ. ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერა.“ - აღნიშნა შეხვედრაზე „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა.
|