რიჩარდ ნორლანდმა შშმ პირთა საკითხებზე მრგავლ მაგიდას უმასპინძლა

 

აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი უძღვებოდა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელესმოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, დეპუტატი გიგი წერეთელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

norland2.jpgშეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს გაერო- კონვენციის რატიფიცირება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციის პრევენციაელჩის თქმით, აშშ- აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, რისთვისაც აშშ-მა USAID-ის მეშვეობით ამ საკითხებისთვის 2.5 მილიონი დოლარი გამოყო.

 

 

„აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყენა შეუერთდეს გაეროს კონვენციას და  მივიღოთ ანტიდისკრიმინაციული აქტი შშმ პირთა შესახებ. ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერა.“  - აღნიშნა შეხვედრაზე „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა.