აქტიური და დამოუკიდებელი: თვით-მოვლის გზამკვლევი სპინალური დაზიანების შესახებ

კოალიციამ ფონდი "აბილისის" მხარდაჭერით თარგმნა ამავე ფონდის მიერ შემუშავებული ძალიან კარგი გზამკვლევი სპინალური დაზიანების მქონე ადამიანებისათვის: "აქტიური და დამოუკიდებელი: თვით-მოვლის გზამკვლევი სპინალური დაზიანების შესახებ". გზამკვლევში ე.წ. კომიქსების პრინციპით ძალიან ადვილ და ხელმისაწვდომ ფორმატში აღწერილია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სპინალური დაზიანების მქონე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მათ შორის: შარდის ბუშტის მართვა, კუჭის მოქმედების მართვა, კანის მოვლა, ჯანსაღი კვება, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები, თვითშეფასება და ურთიერთობები და ა.შ. აღნიშნული გზამკვლევი ხელმისაწვდომია ყველასთვის, როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდურ ფორმაში. ელექტრონული სახელმძღვანელო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ლინკიდან: https://goo.gl/vQEnvA
ხოლო ბეჭდური სახით სახელმძღვანელოს მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ კოალიციის ოფისში: კედიას ქ. 7 (ყოფილი "კახოვკა")

12243086_1223352251013465_4797407350312257994_n.png12239693_1223352294346794_2926128766143453134_n.png12241335_1223352317680125_4397747102115082004_n.png12243326_1223352341013456_523202344259272547_n.png12249723_1223352421013448_5927378221137168445_n.png12227140_1223352194346804_9093987314699488554_n.png12235120_1223352481013442_3784010636204848963_n.png