კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

2017 წლის 10 მარტს ქ. თელავში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას დაესწრო გურჯაანის, ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, ყვარელის, თელავის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტების გამგეობევბის 30-მდე თანამშრომელი. შეხვედრაზე განვიხილეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის ძირითადი პრინციპები და კონვენციით დაცული უფლებები. აქცენტები გაკეთდა მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნის აუცილებლობასა და მათი მუშაობის სპეციფიკაზე, მაქსიმალურად ინკლუზიური პოლიტიკის გატარებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიურ ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

17240626_1657995734215779_1810036434653461864_o.jpg17358872_1657995720882447_1411178328120817698_o.jpg