კახეთში მოქმედ ადვოკატებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე 2-დღიანი ტრენინგი ჩატარდა

A+
A-

18-19 ნოემბერს ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" კახეთში მოქმედ ადვოკატებთან გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე 2-დღიანი ტრენინგი ჩაატარეს.

შეხვედრები ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის", ფარგლებში გაიმართა და მას 28 ადვოკატი დაესწრო. 

ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლის სპეციალისტი, ქეთევან ხომერიკი და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე უძღვებოდნენ.

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთანამშრომლობით.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

 

სხვა სიახლეები