კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე X ტანზანიის წინააღმდეგ

A+
A-

განცხადების ავტორი არის X, ალბინიზმის მქონე ეროვნებით ტანზანიელი, დაბადებული 1969 წლის 12 იანვარს. 41 წლის ასაკში მას ორმა მამაკაცმა მარცხენა მკლავი მოჰკვეთა იმის გამო, რომ იგი ალბინოსი იყო. იგი აღარაა დამოუკიდებელი. განმცხადებელი ჩივის, რომ სახელმწიფო მხარემ მის მიმართ დაარღვია კონვენციის მე-5, მე-15 და მე-17 მუხლები. 2008 წლის 29 სექტემბერს ტანზანიის გაერთიანებულმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერა ფაკულტატურ ოქმს, ხოლო 2009 წლის 10 ნოემბერს მოახდინა მისი რატიფიცირება. განმცხადებელი წარმოდგენილია ადვოკატის მიერ. 

ავტორი გახლავთ ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის მოროგოროს რეგიონის მვომეროს ოლქის სოფელ მერდას მკვიდრი.  იგი არის ალბინიზმის მქონე პირი. 41 წლის ასაკამდე, სანამ მას მკლავს მოჰკვეთდნენ, იგი იყო ფერმერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი.  

2.2 2010 წლის 10 აპრილს, დღის 2-დან 3 საათამდე, მვომეროს ოლქის სოფელ მელელას ტერიტორიაზე მდებარე ბუჩქებიდან იგი მოათრევდა შეშას, როცა მას მიუახლოვდა მეომართა ჯგუფის ორი წევრი მასაის ტომიდან (14-დან 30 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი) და თამბაქო მოსთხოვა. როცა იგი დაიხარა, რათა ცელოფნის ჩანთიდან თამბაქო ამოეღო, მამაკაცებმა მას თავში ხელკეტები დასცხეს. 

განმცხადებელმა გონება დაკარგა, მამაკაცებმა კი ამ დროს მას მკლავის ნახევარი (იდაყვიდან ქვემოთ) მოჰკვეთეს და მარტო მიაგდეს. როცა იგი გონს მოვიდა, მან იგრძნო საშინელი ტკივილი და დაიწყო ყვირილი, შველას ითხოვდა. სოფლის მკვიდრებმა იგი გადაიყვანეს მოროგოროს მუნიციპალურ საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს დახმარება. განმცხადებლის მკლავს ვერსად მიაგნეს, სავარაუდოდ მამაკაცებმა იგი თან წაიღეს. შემთხვევის შესახებ მოახსენეს პოლიციას,  მაგრამ გამოძიება არ ჩატარებულა. 

 

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.