კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე დ.რ. ავსტრალიის წინააღმდეგ

შეტყობინების ავტორია 1961 წლის 18 მაისს დაბადებული ავსტრალიის მოქალაქე დ.რ. ის 1998 წლიდან ქუინსლენდის შტატში მდებარე იაკანას ტვინის შეძენილი დაზიანებების ცენტრში ცხოვრობს. დ.რ. ამტკიცებს, რომ ავსტრალიამ მასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-14, მე-18, მე-19, 26-ე და 28-ე მუხლები დაარღვია. ავსტრალიამ ფაკულტატური ოქმი 2009 წლის 19 სექტემბერს მიიღო. ავტორს ფილიპ ფრენჩი წარმოადგენს, რომელიც ადვოკატია ორგანიზაციაში "ავსტრალიის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის სამართალში."   თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საერთაშორისო პრინციპები და რეკომენდაციები

2018 წლის ნოემბერში, ჟენევაში, შშმ პირთა უფლებების საკითხზე სპეციალურმა მომხსენებელმა კატალინა დევანდას აგილარმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად, შშმ პირთა მიერ სამართლებრივი ქმედუნარიანობით სარგებლობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლებების აღსრულებაზე დისკუსიის გამართვის მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ინსტრუქცია დეინსტიტუციონალიზაციის შესახებ, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში

წინამდებარე გზამკვლევი ავსებს კომიტეტის ზოგად კომენტარს No5 (2017) და მის მითითებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ (მუხლი 14).

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე X ტანზანიის წინააღმდეგ

განცხადების ავტორი არის X, ალბინიზმის მქონე ეროვნებით ტანზანიელი, დაბადებული 1969 წლის 12 იანვარს. 41 წლის ასაკში მას ორმა მამაკაცმა მარცხენა მკლავი მოჰკვეთა იმის გამო, რომ იგი ალბინოსი იყო.

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მაკაროვები ლიეტუვის წინააღმდეგ

განმცხადებელი არის ლიეტუვის მოქალაქე ბორის მაკაროვი, რომელიც საჩივარს წარადგენს თავისი გარდაცვლილი მეუღლის, ასევე ლიეტუვის მოქალაქის გლაფირა მაკაროვას სახელით.

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მუნირ ალ ადამი საუდის არაბეთის წინააღმდეგ

შეტყობინების ავტორი მუნირ ალ ადამია, საუდის არაბეთის 23 წლის მოქალაქე. ბავშვობაში ტრავმის შედეგად, მუნირმა მარჯვენა ყურში სმენის მცირე დაქვეითება მიიღო. ის ამტკიცებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას, საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა აწამეს 1, სახელმწიფო მხარის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს მიღებული ტრავმის მკურნალობაზე და შედეგად, მან მარჯვენა ყურში სმენა მთლიანად დაკარგა.

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე Y ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის წინააღმდეგ

მომჩივანი დაიბადა 1999 წელს. ის არის ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის გეიტას რეგიონის სოფელ ნიარუგუგუნადან. მას და მის ძმას, ორივეს ალბინიზმი აქვს. შედეგად, მათმა ოჯახმა ისინი მიატოვა. ამჟამად მათზე ზრუნავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) Under the Same Sun2 [იმავე მზის ქვეშ].