თბილისში მოქმედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დააინტერესებთ

A+
A-

პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში, 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით, თბილისში, აჭარასა და კახეთში ცხელი ხაზი მოქმედებს, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ პირს უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ან მისთვის საინტერესო საკითხებზე შეუძლია მოგვმართოს.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს შეეხება. 2022 წლის აგვისტოს თვეში, ცხელ ხაზზე მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომლის ოჯახის წევრსაც აუტიზმის სპექტრის აშლილობა აქვს. მისი თქმით, ბავშვის განვითარებისთვის საჭირო თერაპიის ხარჯების დაფარვა მარტოხელა დედას უჭირდა, ამიტომ აინტერესებდა არსებობდა თუ არა, რაიმე სახის დახმარება, რითაც ბავშვი საჭირო თერაპიის მიღებას შეძლებდა. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ქვეპროგრამის "აუტიზმის სპექტრის დარღევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის" შესახებ მიეწოდა ინფორმაცია, რათა ოჯახს ქვეპროგრამაში ჩართვა შეძლებოდა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://tbilisi.gov.ge/page/3304.

მსგავსი კითხვებით არაერთი მოქალაქე გვიკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ან მათი ოჯახის წევრებმა, ხშირად არ იცოდნენ სხვადასხვა ქვეპროგრამების შესახებ. 2022 წლის მონაცემებით, თბილისის მერიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შემდეგ სოციალურ და ჯანდაცვის ქვეპროგრამებში ჰყავს გათვალისწინებული:

სოციალური პროგრამები: 

 

ჯანდაცვის პროგრამები: 

ამ პროგრამების გარდა, ბენეფიციარებს დამხმარე პირთან დაკავშირებითაც ჰქონდათ შეკითხვები. დამხმარე პირში ისინი უმეტესად იმ ადამიანს მოიაზრებდნენ, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო თუ პერსონალურ საქმეებში დაეხმარებოდა. ასეთ შემთხვევაში, მათთვის მხოლოდ შინმოვლის თანადაფინანსების შესახებ შემეძლო მიმეწოდებინა ინფორმაცია.  

სამწუხაროდ, ზემოთ ნახსენებ, ქვეპროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირს შეუძლია. ეს კი, ხშირად პრობლემის წარმომქმნელი იყო, რადგან ცხადია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, რომელიც დამხმარეს საჭიროებს, არ არის სოციალურად დაუცველი და შესაბამისად, ვერ ჩაერთვება პროგრამაში. სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით შემოსული ხშირი კითხვები ნათლად აჩვენებს, რამდენად მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პერსონალური ასისტენტის პრობლემა. 

როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იწყებდნენ მოყოლას თუ რა საკითხებში სჭირდებოდათ დახმარება, ეს მოიცავდა არა მხოლოდ სახლს, არამედ სხვადახვა საზოგადოებრივ სივრცეებსაც. რეალურად, მათ პერსონალური ასისტენტი სჭირდებოდათ, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუწყობდა ხელს, თუმცა, ასეთი ქვეპროგრამის არარსებობის გამო, მათ საჭირო ინფორმაციას ვერ ვაწვდიდი.

ზოგიერთი ქვეპროგრამის არარსებობასთან ერთად, პრობლემაა ისიც, რომ უკვე არსებულ პროგრამებზე იმ ადამიანებს, რომლებსაც პროგრამები კრიტიკულად ესაჭიროებათ, მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს. სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პროგრამების მიმართ ზედაპირულია. მაგალითად, პროგრამის აღწერაში ხშირად საკმაოდ მწირი ინფორმაციაა და  დამატებითი დეტალების მოძიებას საჭიროებს. ასევე, გაურკვეველია რა ფორმით ცდილობს ქალაქის მერია ბენეფიციარებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და რამდენად უწყობს ხელს სერვისებზე წვდომას. 

პროგრამების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ალტერნატიული გზების მოძიებაა საჭირო. თითოეული პროგრამის დასრულების შემდეგ კი, მოკვლევა უნდა გაკეთდეს რათა გავიგოთ, რამდენად მიიღო ბენეფიციარმა საჭირო სერვისი და თუ ვერ მიიღო, რა იყო ამის მიზეზი. ამასთანავე, უნდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტურად მოქმედებს პროგრამა და ხომ არ საჭიროებს რაიმე ცვლილებას.

ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვადასხვა სერვისების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს თანმიმდევრული გეგმა, რომ რესურსები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, გონივრულად იყოს გამოყენებული და რეალურად უწყობდეს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

 

ავტორი: ნატა ბუკია

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად  პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ    გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა სიახლეები