"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" უერთდება 17 მაისის აღნიშვნას

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" უერთდება 17 მაისის აღნიშვნას

A+
A-

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" უერთდება 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და  სახელმწიფოს ახსენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება, არ არის ადამიანების ერთფეროვანი ჯგუფი.

შეზღუდული შესაძლებლობის გარდა, ადამიანებს სხვა იდენტობებიც გააჩნიათ: რასა, გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, ენა, რელიგია, ასაკი, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობა, თუ სხვა. ამ მრავალფეროვნების გათვალისწინებით, უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში ინტერსექციურ მიდგომას აქტიურად მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 

ამ მხრივ გამონაკლისი არც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაა, რომლის პრეამბულა (პ, ქ, ს), მე-6 (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები) და მე-7 (შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე ბავშვები) მუხლები ხაზს უსვამენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დამატებით სიძნელეებს და დისკრიმინაციას აწყდებიან, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის გარდა, სხვა იდენტობების მატარებლებიც არიან.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი და სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებში, თავიანთ საქმიანობაში ხაზს უსვამენ ინტერსექციურობას, შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირების განსხვავებულ იდენტობებს და მუდმივად მოუწოდებენ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, პატივი სცენ ადამიანთა მრავალფეროვნებას. ასევე, ხშირად საუბრობენ კონვენციასა და მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ურთიერთკავშირზე და იმერეობენ ამ უკანასკნელის მთავარ მოწოდებას: "არავინ დატოვო მიღმა."

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავის საქმიანობასა და პოლიტიკაში სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და ცდილობს ხელი შეუწყოს და გამოკვეთოს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაკლებად წარმოდგენილი საჭიროებები. 

კოალიცია მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის, რასის, გენდერის, ეთნიკურობისა და სოციალური სტატუსის გადაკვეთის გარდა, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, ინტერსექსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები განსაკუთრებით მარგინალიზებული არიან და ნაკლებად ხილვადები საზოგადოებისთვის. 

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებთან ერთად, სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენებს კონვენციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მთავარ პრინციპებს. კოალიცია გამოთქვამს სურვილს, სახელმწიფომ თავის გეგმებსა თუ სტრატეგიებში აქტიურად ასახოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, ინტერსექსი ადამიანების ინტერესები, საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.

 

სხვა რესურსები

  • საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი მთავრობას მიმართავს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

  • "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პენსიების მატებასთან დაკავშირებით