27-28-29 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", ფარგლებში 27-28-29 ოქტომბერს, ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგებითემებზე: რესურსების მოძიება (ფანდრაიზინგი)/პროექტების მართვა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა.
რესურსების მოძიებისა (ფანდრაიზინგი) და პროექტების მართვის 3-დღიან ტრენინგს, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, გოგიტა ღვედაშვილი უძღვებოდა. გოგიტა არის არაერთი კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, რომელიც ეხმიანება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს.
რაც შეეხება, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ტრენინგს, მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლის სპეციალისტი ქეთევან ხომერიკი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე უძღვებოდნენ.
ღონისძიებას კახეთის და აჭარის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვისსაქართველოში", მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციისაღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირებისმეშვეობით.
პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.