ლოპოტაზე ინკლუზიური ბანაკი გაიმართა
3-10 სექტემბრის ჩათვლით, ლოპოტაზე ინკლუზიური ბანაკი მიმდინარეობდა.
7 დღის განმავლობაში, მონაწილეები ჩართულები იყვნენ აქტივობებში, რომლებიც გამიზნული იყო პიროვნული ზრდის, გამძლეობის, თვითრეგულირების და ადაპტაციის უნარების შემუშავებაზე.
მონაწილეებმა ისწავლეს იმ ბარიერების ამოცნობა, რომლებსაც ისინი და სხვა შეზღუდვის მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და შეიმუშავეს მათი ერთობლივად დაძლევის სტრატეგიები.
ერთი კვირის განმავლობაში, მათ საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და შეეძინათ ახალი მეგობრები.
მეშვიდეს დღეს, ბანაკს შეზღუდული შესაძლეობის მქონე პირთა საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ჯერარდ ქუინი ესტუმრა და მონაწილეთა შეხედულებები და მოსაზრებები მოისმინა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებთან დაკავშირებულ ბარიერებსა და ხარვეზებზე.
ბანაკი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.
29-თვიანი პროექტი ითვალისწინებს ახალ საფეხურზე აიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მოძრაობა, რათა მოხდეს ძალისხმევის კოორდინირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების გაეროს კონვენციისა და კანონის განხორციელების დაჩქარება.