3 დეკემბერს თბილისში, ბათუმსა და თელავში მსვლელობები გაიმართა

A+
A-

3 დეკემბერს ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თბილისში, ბათუმსა და თელავში მსვლელობები გამართეს. აქტივობებში მონაწილეობა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა მიიღეს.

მსვლელობის მთავარ მიზანს საზოგადოებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რადგან სერვისებისა და საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულების გარეშე,  დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების მიღწევა შეუძლებელია.

მსვლელობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში გაიმართა.

 

 

სხვა სიახლეები