5 მაისს ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსვლელობა გაიმართა
A+
A-
5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" ფარგლებში, ქალაქ ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსვლელობა გამართეს.
ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების დღე, ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელმა (ENIL) 2014 წელს დააარსა. მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მხარდამჭერების გაერთიანებას და დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.