აჭარაში მომუშავე ადვოკატებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

A+
A-

28-29 ოქტომბერს ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", ფარგლებში, აჭარის რეგიონში მომუშავე ადვოკატებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე 2-დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლის სპეციალისტი, ქეთევან ხომერიკი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე უძღვებოდნენ. 

პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით. 

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით. 

 

 

სხვა სიახლეები