"აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ბანაკი" დასრულდა

A+
A-

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე "აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ბანაკი" დასრულდა. 5-დღიან ბანაკში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 15-მა ეტლით მოსარგებლემ მიიღო.

ბანაკს უძღვებოდნენ ეტლით მოსარგებლე ტრენერები თინათინ რევაზაშვილი და მერაბ დუკაშვილი, რომლებმაც მონაწილეებს ეტლით გადაადგილების მარტივი, საშუალო და რთული პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ყოველდღიური ცხოვრების აქტივობები ასწავლეს.

5 დღის განმავლობაში, მონაწილეები ეცნობოდნენ თავის მოვლის, ეტლის დამოუკიდებლად მართვის წესებს, იღებდნენ ინფორმაციას პირადი ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ. მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები ნაწოლების პრევენციასა და მკურნალობაზე, ეტლის მოვლასა და შეკეთებაზე. 

ბანაკის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიაზე, შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებზე. 

აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების 5-დღიანი ბანაკი ჩატარდა ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ემორის უნივერსიტეტი (აშშ), კორპორაცია პარტნიორები საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (PfID), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის USAID-ის მხარდაჭერით. 

 

სხვა სიახლეები