აქტივისტებს 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ

A+
A-

6-10 ივნისს ქობულეთში პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში, შერჩეულ აქტივისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ. 4-დღიან ტრენინტებს იურისტი ქეთევან ხომერიკი უძღვებოდა.

ტრენინგის პირველი დღე საქართველოში არსებული სიტუაციის სისტემურ ანალიზს და შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ არსებული მოდელების განხილვას დაეთმო. მეორე დღეს ტრენერმა და აქტივისტებმა კონვენციის ასპექტებზე ისაუბრეს, განიხილეს კონვენციის სტრუქტურა, მონაწილეებს განემარტათ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მნიშვნელობა. 

ქეთევან ხომერიკმა ტრენინგის მონაწილეებს განუმარტა, რისი უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ოქმის რატიფიცირების შემდეგ. ტრენერმა  ისაუბრა მისაწვდომობის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის თემებზეც. 

მომდევნო დღეების განმავლობაში, მონაწილეებმა ტრენერთან ერთად ჯგუფური სამუშაოები შეასრულეს და იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყეს. ტრენინგების მიმდინარეობისას დრო დაეთმო კონვენციის მუხლების ანალიზს, დამოუკიდებელი ცხოვრების ისტორიასა და დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისების განხილვას.

პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით. 

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

სხვა სიახლეები