ავტორბოლა შშმ პირებისა და მათი მეგობრების მონაწილეობით

A+
A-

30 ნოემბერს ვარდების რევოლუციის მედანზე  ფიგურულ სლალომში ავტორბოლა გაიმართა. ავტორბოლაში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მეგობრები და პროფესიონალი ავტომბროლელები იღებდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა  - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების გზის ჩვენებით თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობას, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

შეჯიბრში რვა გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. საბოლოდ გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ:

ადგილი - „მოძრაობის ხელმისაწვდომი გარემოსათვის“. შემადგენლობა: ზაქარია ხარხელაშვილი (შშმ პირი), სანდრო თავართქილაძე, გიორგი სუხიტაშვილი

ადგილი - ლუდსახარშ „ზედაზენის“ გუნდი - თემო სახოკია (შშმ პირი), შაკო ციხელაშვილი, ნიკა არაბიძე.

„საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი“ - გია ბერიძე (შშმ პირი) მევლუდ მელაძე, ხატია მოისწრაფიშვილი.

ხელით სამართავ ავტომობილებში საუკეთესო შედეგი სოსო ჯაღმაიძემ აჩვენა, რომელიც „გალფის“ გუნდის სახელით გამოდიოდა.

კომპანია „გალფის“ განსაკუთრებული პრიზი (50 ლ. საწვავი) გადაეცა თემურ სახოკიას. ადამიანს, რომელსაც ორივე ხელის მტევანი აქვს ამპუტირებული და შშმ პირებში მეორე დრო აჩვენა.

ავტორალი გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით. გენერალური სპონსორი: კომპანია „გალფი“. სპონსორები: კომპანია „ბილაინი“ და ლუდსახარში „ზედაზენი“. ავტორბოლას მასპინძლობდა „ბაგრატიონი 1882“, მონაწილეების ენერგიულ განწყობაზე იზრუნა „რედ ბულმა“. ღონისიება შშმ პირთა საერთაშორისო დღეს - 3 დეკემბერს მიეძღვნა.

შშმ პირთა მონაწილეობით ავტორბოლა პირველად საქართველოში 2013 წელს შშმ პირთა სპორტის საკოორდინაციო საბჭოსა და პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის რევაზ რევაზიშვილის ინიციატივით და თავად ეტლით მოსარგებლე მძღოლების თხოვნით გაიმართა და ის ყოველწლიურ შეჯიბრად იქცა.

 

 

სხვა სიახლეები