ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, რუსთავის და წალკის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

A+
A-

23 ივნისს, ორგანიზაციის "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გუნდი ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, რუსთავის და წალკის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებს შეხვდა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე შეხვედრა ჩაატარა.

ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლის სპეციალისტი, ქეთევან ხომერიკი და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე უძღვებოდნენ.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა იყო. 

შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".

აქტივობა მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური

ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.

 

 

სხვა სიახლეები