გორში შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

A+
A-

პირველ მარტს პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში, გორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან გაიმართა შეხვედრა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. ძირითადი აქცენტი დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებზე და ინფორმაციის ნაკლებობაზე გაკეთდა.

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტების მძლავრი რეგიონული ქსელის საჭიროებაზე ისაუბრა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ DPO-ებს, რათა მათ ეფექტური ადვოკატირება გაუწიონ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანაბარი მოპყრობის შესახებ დებულებებს და მხარი დაუჭირონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.

პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".

 

 

სხვა სიახლეები