კოალიცია ეხმაურება მეუფე სპირიდონის მიერ ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ

A+
A-

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ეხმაურება მეუფე სპირიდონის მიერ, 15 მაისს ქადაგებისას, ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.

სამწუხაროა, სასულიერო პირის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამამცირებელ კონტექსტში ხსენება და შეზღუდული შესაძლებლობის ნეგატიური ფორმით გამოყენება. 

ქადაგებისას მსგავსი ლექსიკის გამოყენება, კიდევ უფრო აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტრეოტიპებსა და ნეგატიურ განწყობებს. მსგავსი დამოკიდებულება ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვათა თანასწორად ჩრთულობას ცხოვრების ყველა სფეროში.

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებების გაჟღერებისას, სასულიერო პირების მხრიდან მეტი სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, თუ ნებისმიერი სხვა პირისა და ჯგუფის/თემის მიმართ დამამცირებელი, სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების გამამყარებელი, ნეგატიური შინაარსის მატარებელი სიტყვების გამოყენება.

იხილეთ, მეუფე სპირიდობის ქადაგების ლინკი

 

სხვა სიახლეები