მოქმედ ადვოკატებს და იურისტებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

A+
A-

3-4 ნოემბერს ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" მოქმედ ადვოკატებთან და იურისტებთან გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს.

ლაგოდეხში ჩატარებული შეხვედრები ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის", ფარგლებში გაიმართა.

ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლის სპეციალისტი, ქეთევან ხომერიკი და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე უძღვებოდნენ.

პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები