მოქმედ მოსამართლეებს საპილოტე ტრენინგი ჩაუტარდათ
12-13 თებერვალს, ბორჯომში, მოქმედ მოსამართლეებს საპილოტე ტრენინგი ჩაუტარდათ. სააპელაციო სასამართლოს ტრენერმა მოსამართლეებმა, სამუშაო შეხვედრა ლიდსის უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური სამართლიანობის პროფესორთან, Doughty Street Chambers-ის ბარისტერთან, ოლივერ ლიუისთან ერთად ჩაატარეს.
მოდული, როგორც ტრენერთა ტრენინგისთვის, ისე საპილოტე ტრენინგისთვის, პროექტის ფარგლებში, ოლივერ ლიუსის მიერ შემუშავდა, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობით ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", ფარგლებში ტარდება, რომელსაც 2021 წლის 1 თებერვლიდან პარტნიორი ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ახორცილებენ.