მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები

A+
A-

21 ივნისს კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გამოაცხადა კონკურსი  შეზღუდული შესაძლებლობის საკითხების ადვოკატირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობისათვის, შემდეგ ვებ-გვერდებზე:  www.jobs.ge,  www.disability.ge და კოალიციის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებს(DPO) შეეძლოთ, ან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ პროექტის სამიზნე რეგიონებში: თბილისი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო და გურია.

ამ კონკურსის უმთავრესი მიზანია განვითარდეს ადგილობრივი არასამთავრობო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობები, რათა ეფექტურად განახორციელონ პროექტები და რაციონალური ადვოკატირებით უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (PWD) სრული ჩართულობა და თანაბარი შესაძლებლობები.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, კონკურსზე განაცხადი, სულ ცამეტმა აპლიკანტმა შემოიტანა. კომისიის წევრებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაგდენდნენ. საბოლოოდ, შეირჩა ხუთი გამარჯვებული. ქვემოთ მოცემულია მოკლე ინფორმაცია გამარჯვებული ორგანიზაციების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ დონორის მიერ დაწესებული რეგულაციებით, ამ ინფორმაციის გამოქვეყნება შესაძლებელი იყო, მათ მიერ პროექტების დამტკიცების შემდეგ.

 

 

სხვა სიახლეები