პირველ და ორ ივლისს ჯუდით ჰიუმანის, ბარბარა დევორისა და დენის ფიგეროას ვებინარები ჩატარდა

A+
A-

ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 1 და 2 ივლისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველისა და საერთაშორისო ადვოკატის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური მრჩევლის, ჯუდით ჰიუმანის, ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტის, ბარბარა დევორისა და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ხელმძღვანელის, დენის ფიგეროას ვებინარები ჩაატარა.

სამუშაო შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ.

ვებინარები მიეძღვნა დამოუკიდებელ ცხოვრებას, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრებს და მათი ფუნქციონირების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან.

USAID-ის პროექტის, "დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში" მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და "მაკ ჯორჯია", USAID-ის მხარდაჭერით.

 

სხვა სიახლეები