პირველი ქართული მექანიკური ეტლები გაიგზავნა ერაყში
A+
A-
დღეს პირველი ქართული მექანიკური ეტლები გაიგზავნა ერაყში, ქურდისტანის პროვინციაში. კოალიციის სოციალურ საწარმოში დამზადებული 40 მექანიკური ეტლი შეიძინა ირბილში მოქმედმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ერაყის დევნილთა ბანაკებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
ჩვენ ვამაყობთ კოალიციის ეტლების წარმოების კიდევ ერთი წარმატებით, რის შედეგადაც კოალიციის მიერ დამზადებული მექანიკური ეტლები კიდევ ერთხელ გასცდა საქართველოს საზღვრებს და კანადის შემდეგ, ერაყშიც გაიგზავნა.