პოლიტიკის ანალიზისა და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგის ხუთდღიანი ტრენინგი
A+
A-
15-20 ივლისს, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პოლიტიკის ანალიზისა და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
შეხვედრებს ტრენერები: გიორგი ტოკლიკიშვილი და ბესო სულაბერიძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და "ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის".