აქტივისტებს შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩაუტარდათ
9-10-11 მაისს ლიკანში, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში, შერჩეულ აქტივისტებს შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე და აქტივისტი ნიკა დონჯაშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგის მიზანს სამიზნე ჯგუფებისთვის ტრენინგის მოდულების შექმნის გზით, შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ტრენერებმა აქტივისტებს შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები გააცნეს, ისაუბრეს დისკრიმინაციულ ტერმინებზე, განიხილეს გონივრული მისადაგება და უნივერსალური დიზაინი, ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური განათლების შესახებ.
ტრენინგების განმავლობაში მონაწილეებმა ითამაშეს როლური თამაშები, განიხილეს დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფია და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია.
პროექტის ფარგლებში, თბილისში, აჭარასა და კახეთში შერჩეული აქტივისტების ძირითადიფუნქცია შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების ჯგუფისთვის შეზღუდული შესაძლებლობისნიშნის საფუძველზე გამოწვეული ინტერსექციური დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენაშიდახმარების აღმოჩენა იქნება. აქტივისტები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ცნობიერებისამაღლების სემინარების დაგეგმვასა და ჩატარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. მათმოვალეობაში შევა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობა თვითადვოკატირებისუნარების გასაძლიერებლად, საზოგადოების ინფორმირება პროექტის ფარგლებში არსებულიმხარდაჭერის სერვისების შესახებ, მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კონსულტაციის გაცემა დასამართლებრივი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში იურისტთან გადამისამართება და ა.შ.
პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვისსაქართველოში", მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციისაღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირებისმეშვეობით.
პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიციადამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.