ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - ჩემს დამოუკიდებლობამდე
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გმირთა მოედნისა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადაზე სპორტულ-კულტურული ღონისძიება მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა 38-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო.
ღონისძიება ”ხელმისაწვდომი გარემო - დამოუკიდებელი პიროვნება” მიზნად დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საინვალიდო სპორტის პოპულარიზაციას, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გააქტიურებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და თანაბარი პირობების დამკვიდრების ხელშეწყობას ისახავდა. და ის ერთჯერადი არ იქნება.
14 ივნისს, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღეს გაიმართება III გამოფენა-ფორუმი ინვლაიდობის საკითხებზე, რასაცკიდევ არაერთი აქტივობა და დამოუკიდებელი ცხოვრების პოპულარიზაციასა და თანაბარი პირობების დამკვიდრებაზე გათვლილი ღონისძიება მოჰყვება. ამიტომ იგი იმართებოდაეგიდით: ”ქვეყნის დამოუკიდებლობიდან- ჩემს დამოუკიდებლობამდე!”
აქციის მხარდამჭერი ქ. თბილისის მერია იყო, ორგანებას კი მოძრაობა ”ხელმისაწვდომი გარემოსათვის”, ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი უწევდნენ.
სპონსორები: კომპანია ”ბილაინი”, ”კვარციტი”, ”მადნეული”, გორის ბავშვთაკვების საკონსერვო ქარხანა ”კულა”, TAV GEORGIA, სამშენებლო კომპანია MSM Group, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია ”ასკანელი”; პარტნიორი: ”კიკალასტუდიო TV”.
საინფორმაციო მხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჟურნალისტთა კავშირი ”საგანმანათლებლო ცენტრი გელათი”.
შეჯიბრებები გაიმართა მშვილდოსნობაში, რბოლასა და მკლავჭიდში. გამარჯვებულები გახდნენ:
რბოლა,
(მამაკაცები):
1. ზაქრო
2. მერაბ დუკაშვილი
3. სულიკო ღუღუნაშვილი
(მანდილოსნები):
1. სალომე მიქაძე
2. მაია ბოჭორიშვილი
3. ლამზირა მელიქიძე
მშვილდოსნობა,
(მამაკაცები):
1. მერაბ თეთრუაძე
2. იაგო გორგოძე
3. ვახო გოდაბრელიძე
(მანდილოსნები):
1. თინა ბრეგაძე
2. სალომე მიქაძე
მკლავჭიდი,
(მამაკაცები):
1. მერაბ დუკაშვილი
2. იაგო გორგოძე
3. ვახო გოდაბრელიძე
26 მაისის სპორტულ-კულტურული ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.