რატი იონათამიშვილი და ქეთევან ზაზანაშვილი - სპორტული ცეკვის პირველი პარაწყვილი საქართველოში

A+
A-

2013 წლის 26 მაისს, სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე "კავკასიის თას - 2013" მაყურებლის წინაშე სპორტული ცეკვის პირველი პარაწყვილი - ქეთევან ზაზანაშვილი და რატი იონათამიშვილი წარსდგენ, რომლებმაც რუმბა შეასრულეს. გამოსვლამ მაყურებლის საყოველთაო მოწონება და ოვაცია გამოიწვია. ეს იყო ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვის პირველი პრეცედენტი საქართველოს სპორტული ცეკვების ისტორიაში ოფიციალურ დონეზე, რასაც შემდგომი განვითარება აუცილებლად მოჰყვება.

"კავკასიის თასი" სპორტულ ცეკვებში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ტარდება. “ წელს იგი 18-ედ ჩატარდა და მასში  მონაწილეობას 15 ქვეყანიდან 48 წყვილმა მიიღო. 

რაც შეეხება, ეტლეით მოსარგებლეთა სპორტულ ცეკვას, მას საერთაშორიო დონეზე მდიდარი ისტორია აქვს და ის პარაოლიმპიურ თამაშებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული სპორტის სახეობაა. რასაც 2013 წლის 26 მაისიდან უკვე შეუერთდა საქართველოც და მომავალში ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდება - დაარსდება საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვის ეროვნული ფედერაცია, რომელიც წყვილებს რიო დე ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშებისთვის წყვილების მომზადებას უზრუნველყოფს.

 

სხვა სიახლეები

საქართველოში პარაოლიმპიელთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა