„სამოქალაქო საზოგადოება“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გარეშე!
დღეს, 6 მარტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში პროექტის - ”დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის” - ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: ”საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ”, რომელზეც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისაც იყო მიწვეული.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭრის შედეგად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია მსგავს აქტივობებში მოანწილეობის მიღება, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლის წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დგანან, შეუძლებელია სამოქალაქო სოლიდარობის განცდის გაძლიერების გარეშე და რომ თავად სამოქალაქო საზოგადოება ვერასდროს იქნება ძლიერი, თუკი ჩვენ ერთად არ დავიცავთ საკუთარ უფლებებს და ინტერესებს.
ამიტომ კოალიცია სიამოვნებით დათანდხმა მოწვევაზე და დისკუსიაში მოანწილეობის მიღება გიორგი ძნელაძეს მიენდო, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დისკუსია, მიუხედავად იმისა, რომ ეძღვნებოდა სამოქალაქო ინტერესების დაცვით საკითხებს და კოალიციაის ლიდერიც, რომელიც ეტლით გადაადგილდება, ორგანიზატორების მიერ იყო მიწვეული, აღმოჩნდა რომ არაადაპტირებულ სივრცეში, მრავალი საფეხურის მიღმა იმართებოდა და როცა გიორგი ძნელაძემ უარი განაცხადა „კიბეებზე ასვლაზე“, მაშინ თავაზიანად შესთავაზეს მას ხელში აყვანა და დაბრკოლებების ისე „გადალახვა...“
„ამ ღონისძიებაზე (რომელიც მეორე სართულზე მოეწყო) და სარეთოდ, სამოქალაქო საზოგადოებაში, ჩვენი ადგილი არ ყოფილა! მოწინავე არასამთავროები თუ ვერ აცნობიერებენ ჩვენს საჭიროებებსა და უფლებებს სხვებს რა მოვთხოვოთ? ეს რომ ისტ-ვესტის მოწყობილი შეხვედრის პირველი შემთხვევა ყოფილიყო, რეაქცია არ მექნებოდა. ოფისიც გაარემონტეს ამერიკული თანხებით, მგონი, არც ის არის ადაპტირებული“ - განაცხადა გიორგი ძნელაძემ.
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ გამოთქვამს პროტესტს და გმობს მსგავს პრეცენდენტებს! როცა თავად სამოქალაქო სექტორში არ ხდება შზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება და ვინმეს „ხელში აყვანა“ ნორმად და უფრო ხშირ შემთხვევაში - კეთილ საქმედ მიაჩნიათ (!), უკვე აღრავის უნდა გაუკვირდეს რომ ხელისუფლებასაც „რჩება“ იგივე პროცესები, როცა თუნდაც აღმაშენებლის გამზირს უტარებს რეკონსტრუქციას, თუ თბილისის ქუჩებში ამონტაჟენს გადასასვლელ ხიდებს.
კოალიციის მიზანი არ არის ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლა, ან რაიმე საქილიკოს თქმა, მაგრამ როცა საზოგადოებრივი სექტორიც ხელისუფლების მსგავსად თელავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და ინტერესებს, გულგრილს ვერასდროს დაგვტოვებს და დაუყონებლივი რეაქციისკენ მოგვიწოდებს.