საქართველოს პარლამენტის წევრები ერთმანეთს ეტლებით გაეჯიბრნენ

A+
A-

12 ივნისს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის სპორტული აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ეტლით მოსარგებლე პირებმა და  საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიიღეს. აქციის მიზანია: კანონმდებლობის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების უკეთ გაცნობა და გადაწყვეტილების მიღების დროს მათი გათვალისწინება. 

აქციაში მონაწილეობდნენ: თამარ კორძაია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიგი წერეთელი, გოგა ხაჩიძე, დავით ლორთქიფანიძე და გედევან ფოფხაძე.ღონისძიებას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აზერბაიჯანიდან.

სოლიდარობის სპორტული აქცია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი - ”შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების პროექტის” ფარგლებში, რომელსაც კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ახორციელებს.

 

 

 

სხვა სიახლეები