შეხვედრა ლაგოდეხის კაბალის თემის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრებთან

A+
A-

17 ნოემბერს ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” "ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან" ერთად, ლაგოდეხის კაბალის თემის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე თემის წევრებმა არსებულ ბარიერებსა და პრობლემებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების გზები განიხილეს.

შეკრება ორწლიანი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში მოხდა.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

 

სხვა სიახლეები