შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების საერთაშორისო ექსპერტებთან

A+
A-

26 იანვარს, "კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების საერთაშორისო ექსპერტებთან გამართა შეხვედრა.

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში შედგა და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის თემის მობილიზაციისა და გაძლიერებისთვის საერთაშორისო ექპერტების რჩევებისა და მოსაზრებების გათვალისწინება იყო.

 

აშშ-ს და ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების წამყვანმა ექსპერტებმა ჯუდი ჰიუმანმა, დენის ფიგეროამ, ჯონი ვოდაჩიმ, ადოლფ რაცკამ, ჯემი ბოლინგმა და ემბერ სმოუკმა ქართველ კოლეგებს, თემის მობილიზაციის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობის გაძლიერების შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო თემის წევრების გააქტიურების, მათი საზოგადობრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობას და მოტივაციის ამაღლებას, რათა აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათ შესახებ არსებული გადაწვეტილებების მიღების პროცესში

 

შეხვედრა განხორციელდა პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში, რომლის პარტნიორები "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" არიან.

 

 

სხვა სიახლეები