შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის იურიდიული დახმარებით სარგებლობა მარტივდება

A+
A-

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ირაკლი კობიძემ და ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივ პრობლემებზე იმუშავებს.

ამ მიზნით განხორციელდება იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფის ვიზიტები სპეციალური საჭიროების მქონე ფიზიკურ პირებთან, რომლებსაც სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევენ, ასევე საჩივრებს, სარჩელებსა  და სხვა დოკუმენტებს შეუდგენენ. თავის მხრივ, ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” იურიდიული დახმარების სამსახურს შშმ პირთა პრობლემატიკის დადგენაში, კონკრეტულ ბენეფიციართან დაკავშირებასა და ამ სერვისის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში დაეხმარება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უფასო სამართლებრივი დახმარების მეტი ხელმისაწვდომობისათვის აქტიურად მუშაობს.

რამდენიმე ხნის წინ, სამინისტროს ინიციატივით, მობილური იურიდიული დახმარებისა და ონლაინ კონსულტაციის სერვისები დაინერგა. ამ მომსახურებების მიზანია სწრაფი და კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციის უზრუნველყოფა მათთვის, ვინც იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებში მისვლას ვერ ახერხებს.

 

 

სხვა სიახლეები