"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებს ისეთივე ხელშეწყობა ესაჭიროებათ, როგორიც დანარჩენ სპორტსმენებს"

A+
A-

2021 წლის 5 მარტს გამართული ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური დებატების თემა, გაეროს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 30-ე მუხლით გათვალისწინებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობა იყო.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის გამორჩეული ნიშანი მისი პიროვნებაზე ფოკუსია. თუმცა, კონვენცია ადამიანს არა როგორც ცალკე მდგომ ინდივიდს,  არამედ, როგორც სოციალური კონცეფციის ნაწილს განიხილავს,  რომელიც ოჯახთან, თემთან არსებული კომპლექსური და სოციალური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. სპორტი ყოველთვის იყო თვითგამოხატვის საშუალება, მაგრამ ამასთანავე, იგი ინდივიდისა და კოლექტივის ძალისხმევის შორის არსებული განსხვავების გამაერთიანებელი იყო. სპორტი ერთგვარ გარანტიას წარმოადგენდა, რომ ადამიანებს შეძლოთ თავი ეგრძნოთ კოლექტივის ნაწილად, სადაც ყველა თანაბრად ინაწილებდა გამარჯვევებსა და დამარცხებებს" - განაცხადა გამოსვლისას ჯერარდ ქვინმა, სპეციალურმა მომხსენებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში.

აღნიშნულ შეხვედრაზე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა, ხაზი გაუსვა სპორტის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ინდივიდის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საქმეში. მისი განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია აღიარებს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის როლს ინკლუზიის ხელშეწყობის საქმეში. შესაბამისად, სპორტთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული სოციალური, ემოციური და ჯანმრთელობის ბენეფიტები, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიონ, მათ ისეთივე ხელშეწყობა ჭირდებათ, როგორიც შეზღუდვის არ მქონე სპორტსმენებს. ამისთვის კი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით:

  • სახელმწიფომ და სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და უზრუნველყონ წვდომა დამხმარე ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებზე.
  • ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების, მაყურებლების, მსაჯების, ათლეტების, თემის ლიდერებისა და მეწარმეების ჩართულობა, ამ სექტორში ცვლილებების მომტანი იქნება.

წყარო: Athletes with Disabilities Should Enjoy the Same Level of Support as All Other Athletes, High Commissioner Tells Human Rights Council

სხვა სიახლეები