შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
A+
A-
7 ივლისს, პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გორის მერი, ლადო ხინჩაგაშვილიც დაესწრო.
"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლის ექსპერტმა, ქეთევან ხომერიკმა დამსწრე საზოგადოებას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე ჩაუტარეს ტრენინგი.
შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".