თბილისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერების პრეზენტაცია გაიმართა

A+
A-

თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საკონსულტაციო ოთახი მოეწყო. ნებისნიერ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის მოსმახურება  რიგის გარეშე იქნება  შესაძლებელი.

დღეს თბილისი მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერების პრეზენტაცია  გაიმართა.

დედაქალაქის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების 350-მდე სპეციალური ადგილი გამოიყო, სადაც  მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის მძღოლები შეძლებენ მანქანების გაჩერებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პარკირების მანიშნებელ სპეციალური სტიკერებს მერიაში აიღებენ და შემდეგ შეუფერხებლად გააჩერებენ ავტომობილებს. 

ყველა სხვა პირს, რომლის მანქანას  პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერი არ ექნება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილით ისარგებლებს, 1 აგვისტოდან ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

 

სხვა სიახლეები

შეხვედრა მერიაში - თბილისს 100 ახალი ადაპტირებული ავტობუსი შეემატება