თელავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, 2022 წლის 14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში, ქალაქ თელავში მსვლელობა გაიმართა.აქტივობა 12:00 საათზე, თელავის ვაჟა-
ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან დაიწყო და 14:00 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა.
მასში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერებმა მიიღეს. მშვიდობიანი მსვლელობის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.