ტრენინგები ავტობუსის მძღოლებთან, კონტროლიორებთან და კონდუქტორებთან
2021 წლის 3-5 ნოემბერს, ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, თომა კაკაბაძემ თბილისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფთან ერთად ავტობუსის მძღოლებთან, კონდუქტორებთან და კონტროლიორებთან შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრები, როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა, რა დროსაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებმა ავტობუსით სარგებლობის წესები განიხილეს და არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრეს.
ტრენინგები ორწლიანი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში" ფარგლებში ტარდება.
პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.