ტრენინგი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე
16 ივნისს, თელავში "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლის ექსპერტმა, ქეთევან ხომერიკმა გურჯაანის, ყვარლის, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების აქტივისტებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს.
შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".
აქტივობა მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური
ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.