ტრენინგი ქობულეთში
23 აპრილს ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან, ასევე მათ წარმომადგენლებთან. ტრენინგი ჩატარდა USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების" ფარგლებში.
მოხდა მათთვის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და შიდა ნორმატიული აქტების გარკვეული მუხლების განხილვა და მათთვის გაცნობა; ასევე გაეცნოთ უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში, ინფორმაცია მიეწოდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს არსებობის შესახებ, რომელშიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები;
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა შშმ ბავშვების მშობლების დაბალი ცნობიერება შშ საკითხების მიმართ, არ იცნობდნენ კანონმდებლობას, არ იცნობდნენ დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობას და მიდგომებს. ძირითადად ორიენტირებულნი იყვნენ სოციალური შემწეობის მიღებაზე და თავიანთ შვილებს აღიქვამდნენ როგორც “საცოდავ” და “უუნარო” ადამიანებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მათთვის ძალზედ საინტერესო და ღირებული იყო.