ტრენინგი ტრენერებისთვის

A+
A-

„საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და  დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ ფარგლებში, 23 აგვისტოს, თბილისში, „დიდუბე პლაზაში“ გაიმართა ტრენინგი ლიდერების გამოსავლენად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25–მა ახალგაზრდამ საქართველოს რეგიონებიდან (თბილისი, აჭარა, გურია,იმერეთი და სამცხე–ჯავახეთი).

ტრენინგი ჩატარდა  არჩევნების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების მონაწილეობაზე საარჩევნო პროცესში.

ტრენინგის შედეგებზე დაყრდნობით, მათი აქტიურობის, მოტივაციისა და პოტენციალის შესაბამისად გამოვლინდა თითო რეგიონიდან ლიდერების ორკაციანი ჯგუფი რომელთაგანაც ერთი არის შშმ პირი, მეორე - შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე (სულ 10 ახალგაზრდა). შერჩეულ ლიდერებს  24, 25 და 26 აგვისტოს ჩაუტარდათ TOT-ი (ტრენინგი ტრენერებისათვის).

მომზადდა  ინტეგრირებული ჯგუფები, რომლებიც თავიანთ რეგიონებში სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ჩაუტარებენ სემინარებს  არჩევნების მნიშვნელობაზე დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებაში და ახალგაზრდების მონაწილეობაზე საარჩევნო პროცესებში, ადვოკატირების, სამოქალაქო განათლების, არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

 

 

 

სხვა სიახლეები

ვიდეორგოლი არჩევნებისთვის

კდც პრეზიდენტის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებულ ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის არის