უპრეცენდენტო სასამართლო პროცესი 21 იანვარს დაიწყება
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თბილისის გზებზე პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ”სიტი-პარკმა” აიღო. მაშინ ინვალიდობის მქონე მძღოლები იმედის თვალით უყურებდნენ ახალ წამოწყებას და რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ, რომელსაც ”სიტი-პარკის” წარმომადგენლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ესწრებოდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა.
თუმცა, მას შემდეგ არანაირი პირობები არ შექმნილა ინვალიდობის მქონე მძღოლებისთვის და არც მათი საჭიროებების გათვალისწინება მომხდარა. ჯარიმები კი მათზე ისევე ვრცელდება, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეზე.
ნატალია სადრაძე საინვალიდო ეტლით გადაადგილდება და საკმაოდ აქტიურ ცხოვრებასაც ეწევა - ცხოვრობს დამოუკიდებლად, არის საზოგადობირივი ორგანიზაციის ლიდერი, მართავს ავტომობილის... ისი პრობლემებიც საპატრულო პოლიციასთან და ”სიტი-პარკთან” აქედან დაიწყო.
”სიტი-პარკმა” ორჯერ დამაჯარიმა - პირველად არასწორად გაჩერებული მანქანისთვის; მეორედ კი იმიტომ, რომ არ მქონდა ნაყიდი მათი პროდუქტი.
”პროდუქტს არ ვყიდულობ იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული ჩემი საჭიროებები, ხოლო მანქანა იმიტომ გავაჩერე ”არასწორად”, რომ პარკინგზე მანქანებს შორის პატარა დაშორებები იყო და სხვანაირად ვერ გავშლიდი საინვალიდო ეტლს, ვერ გადმოვიდოდი”. - ამბობს ნატალია, რომელსაც ზურგს ის გარემოებაც უმაგრებს, რომ 2009 წლის 5 ივნისს ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით N 6-16 (მუხლი 9. შეღავათები პარკირების საფასურის გადახდის დროს ) ”სიტი-პარკი” ვალდებულია საშვი მკვეთრად გამოხატული ინვალიდობის მქონე ადამიანებს უფასოდ გადასცეს.
ლოგიკურია მისი შენიშვნა პარკინგის სივიწროვესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტებით ინვალიდობის მქონე მძღოლებისთვის განკუთვნილი საპარკინგო ადგილი სიგანეში არანაკლებ 3.50 მეტრის, ხოლო სიგრძეში - 4,80 მეტრის უნდა იყოს.
კოალიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, რატი იონათამიშვილის თქმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 170-ე მუხლი ავალდებულებს ნებისმიერ პირსა, თუ ორგანიზაციას ნებისმიერი ობიექტისა მშენებლობისა, თუ დაპროექტებისას გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები.
2003 წელს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ იქნა დამტკიცებული ნორმალები, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა და შეუსრულებლობა ისჯება პირველად 500, ხოლო მეორე ჯერზე 800 ლარის ოდენობით. მიიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ერთი სასამართლო პროცესიც არ წარმართულა ამ მიმართულებით.
ავტოსადგომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მძღოლისთვის უნდა იქნას აღჭურვილი შესაბამისი ნიშნით, იყოს შენობის შესასვლელთან მაქსიმალურად ახლოს და უფრო განიერი, ვიდრე სხვა სტანდარტული საპარკინგო ადგილი.
”მე მახსენდება, 2008 წლის 3 დეკემბერს, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, მარჯანიშვილის მეტროსთან გავხსენით ორი ავტოსადგომი, მძღოლებს კი, რომლებიც არ ფლობდნენ ინვალიდობას, ერთი სული ქონდათ, როდის დამთავრდებოდა ჩვენი ღონისძიება, რათა იქ გაეჩერებინატ საკუთარი ავტომობილები”.
ნატალია სადრაძე არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას, მან შეიტანა სარჩელი უზენაეს სასამართლოში. მოგების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება იმოქმდებს ყველა ინვალიდობის მქონე მძღოლისა, თუ მგზავრის კეთილდღეობაზე, საკუთარი უფლებების დაცვის პირველი პრეცენდენტი კი უკვე შექმნილია - სასამართლოს სხდომა დანიშნულია 2011 წლის 21 იანვარს. კოალიცია, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით,აუილებლად მოგაწვდით ინფორმაციას სასამართლოს მსვლელობის შესახებ.