ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲬᲧᲝᲑᲘᲗ, ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲥᲛᲔᲓᲣᲜᲐᲠᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲘᲡ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲔᲜᲢᲐᲪᲘᲐ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ

A+
A-

2022 წლის 9 სექტემბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაშ" პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში" ფარგლებში მომზადებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობის რეფორმის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადებული კვლევის მიზანი ქმედუნარიანობის რეფორმის შემდგომ, მხარდაჭერის მიმღებ პირთა ყოველდღიური რეალობის, გამოწვევებისა და გამოცდილებების შესწავლა და იმპრაქტიკული ბარიერების გამოვლენა იყო, რომელსაც მხარდაჭერის მიმღები პირები და მხარდამჭერები (ოჯახისწევრები, სოციალური მუშაკები და მხარდამჭერად დანიშნული სხვა პირები) აწყდებიან.

"წარმოდგენილი რეკომენდაციები და კვლევის შემოთავაზებები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონეპირებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდაჭერის მიწოდების ფუნდამენტურ, თეორიულ დაფილოსოფიურ პრინციპებს ეხება და მიზნად ისახავს იმ ძირითადი საკითხების, რწმენებისა და პიროვნულითუ გარე ფაქტორების წინ წამოწევას, რაც საფუძვლად უდევს  ურთიერთობას მხარდაჭერის მიმღებ პირსადა მის მხარდამჭერს შორის. შესაბამისად, კვლევის მიზანი იყო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონეპირებისა და მათი მხარდამჭერების ყოველდღიური გამოცდილებებისა და გამოწვევების შესწავლა, რისიგააზრებაც, რეფორმის სამართლებრივ ანალიზთან ერთად, ასევე, აუცილებელია პოლიტიკისა დაპრაქტიკის შესაცვლელად" - განაცხადეს პრეზენტაციაზე მკვლევართა ჯგუფის წევრებმა. 

პრეზენტაციის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალურად განეხილა კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი, ქეთევან გიგინეიშვილი, სოციალური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე, თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრნენ.

კვლევის ფარგლებში თბილისში, იმერეთში, აჭარასა და კახეთში სულ ოთხი ფოკუს ჯგუფი ჩატარდა. საველე სამუშაოები 2021 წლის აგვისტო-ნოემბერში მიმდინარეობდა. 

პროექტს, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში", ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

მიბმული ფაილის სახით, იხილეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობის კვლევის ანგარიში.

 

სხვა სიახლეები