ახალგაზრდა ოფიცრებმა კასპსა და ყვარელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან ჩაატარეს შეხვედრები
25 და 26 აპრილს, ახალგაზრდა ოფიცრებმა გურამ გოგოლაძემ და ნიკა დონჯაშვილმა კასპსა და ყვარელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან ჩაატარეს შეხვედრები.
კასპში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის ახალგაზრდა ოფიცერი, ნიკა დონჯაშვილი უძღვებოდა, რაც შეეხება ყვარელს, იქ მუნიპალიტეტში არსებულ სერვისებსა და თემის საჭიროებებზე სასაუბროდ, კახეთის ახალგაზრდა ოფიცერი, გურამ გოგოლაძე ჩავიდა. ორივე რეგიონში ჩატარებული შეხვედრა ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” სუპერვიზიით გაიმართა.
ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის დაფინანსებულ ერთობლივ პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" 27 იანვრიდან ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების პერიოდული თემატური შეხვედრები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე, რათა გამოიკვეთოს ხარვეზები ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტებში და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები ცვლილებების ადვოკატირებისთვის.