ჩამი თურქეთის წინააღმდეგ - 51500/08
მუსიკის აკადემიის უარი უსინათლო პირის ჩარიცხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩააბარა მისაღები გამოცდა მაღალი კონკურენციის პირობებში: დარღვევა
ფაქტობრივი მონაცემები - მომჩივანმა, რომელიც უსინათლო პირია, ჩააბარა მუსიკალური აკადემიის მისაღები გამოცდა, მას შემდეგ, რაც წარმატებით გაიარა პრაქტიკული მეცადინეობები იმისათვის, რომ თურქულ საზს [სიმებიანი საკრავი] დაუფლებოდა. სამედიცინო საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, რომელიც მუსიკალურ აკადემიას გადაეცა, მომჩივანს გაკვეთილებზე დასწრება შეეძლო აკადემიის იმ განყოფილებებში, სადაც მხედველობა არ იყო აუცილებელი. მუსიკალური აკადემიის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე, დასკვნაში ცვლილებები იქნა შეტანილი, რათა მითითებული ყოფილიყო, რომ მომჩივანს „არ შეეძლო განათლების მიღება ან მომზადების გავლა“. აკადემიამ მომჩივანს უარი უთხრა ჩარიცხვაზე. მომჩივანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა საჩივარი არ დააკმაყოფილეს. მომჩივანმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და განაცხადა, რომ მუსიკალურ აკადემიის გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, რადგან მას ჩარიცხვაზე უარი უსინათლობის გამო ეთქვა.
კანონი – კონვენციის მე-14 მუხლი, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში: ის ფაქტი, რომ აკადემიის ძირითადი საქმიანობა მოიცავდა სწავლებას ხელოვნების სფეროში ვერ გაამართლებდა ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის კრიტერიუმების კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მოქმედების ფარგლებიდან გამორიცხვას.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.