ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 დეკემბრის №37 დადგენილება (სსმ, 21/12/2018; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016310).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.