მითების მსხვრეველი - პერსონალური ასისტენტის სერვისი

A+
A-

"ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელი" (ENIL/ედცქ) მუშაობს მრავალ საკითხზე და სფეროში, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებას უკავშირდება და ორგანიზაციის საქმიანობის ფოკუსი ყოველთვის პერსონალური ასისტენტის სერვისზეა მიმართული. პერსონალური ასისტენტის სერვისი დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია და ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რითაც ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეგვიძლია, გვქონდეს არჩევანი და კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, საზოგადოებაში და ინსტიტუციებს გარეთ. 

ედცქ პერსონალური ასისტენტის სერვისს განსაზღვრავს როგორც საშუალებას, რომელიც შესაძლებელს ხდის დამოუკიდებლად ცხოვრებას. პერსონალური ასისტენტის სერვისის შესყიდვა ხდება კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების მეშვეობით, რომელიც ნებისმიერი საჭირო ასისტირების ხარჯების დაფარვისთვისაა განკუთვნილი. პერსონალური ასისტენტის სერვისის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების და თითოეული ინდივიდის ცხოვრებისეული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტის სერვისისთვის გამოყოფილი ტარიფი გათანაბრებული უნდა იყოს ქვეყნის მიმდინარე სახელფასო ტარიფებთან. როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ჩვენ უნდა გვქონდეს ასისტენტების რეკრუტირების, მომზადებისა და მართვის უფლება სათანადო მხარდაჭერით, თუ ამას ავირჩევთ, და სწორედ ჩვენ უნდა შევარჩიოთ დასაქმების მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს საჭიროებებს. პერსონალური ასისტენტის სერვისისთვის გამოყოფილმა სახსრებმა უნდა დაფაროს პერსონალური ასისტენტების ხელფასი და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორიცაა დამქირავებლის მიერ გაწეული ყველა ხარჯი, ადმინისტრაციული ხარჯები და თანასწორთა მხარდაჭერა იმ პირისთვის, ვინც ასისტირებას საჭიროებს.    

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-19 მუხლი სახელმწიფო მხარისგან მოითხოვს პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვას. კონვენციის თანახმად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ბინაზე, ინსტიტუციური და სხვა სახის საზოგადოებრივი დამხმარე მომსახურების მისაწვდომობა, ინდივიდუალური დახმარების ჩათვლით, რაც აუცილებელია მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისვის, საზოგადოებისგან იზოლაციისა და სეგრეგაციის პრევენციისთვის.“ მე-5 ზოგადი კომენტარი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართულობის შესახებ განმარტავს და განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის სერვისს, რათა თავიდან აიცილოს ტერმითან დაკავშირებული მცდარი დასკვნები და მისი არასწორი გამოყენება. 

მითების მსხვრეველი ააშკარავებს ზოგიერთ ყველაზე გავრცელებულ მითს პერსონალური ასისტენტის სერვისის შესახებ. დოკუმენტი დაფუძნებული და შთაგონებულია ავტორისა და კონტრიბუტორების ცხოვრებისეული გამოცდილებით, ჩვენი ყოველდღიური ინტერაქციით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემთან მთელ მსოფლიოში, ჩვენი მუშაობით პოლიტიკის შემქმნელებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ევროპის, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე და რა თქმა უნდა, გაეროს კონვენციით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ და მე-5 ზოგადი კომენტარით. 

ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელმა გადაწყვიტა, გამოეცა მითების მსხვრეველი, რათა აემაღლებინა ცნობიერება პერსონალური ასისტენტის სერვისის საკითხზე და პასუხი გაეცა სხვადასხვა მითისა და მცდარი წარმოდგენისთვის, რომელიც პერსონალური ასისტენტის სერვისის ირგვლივ არსებობს. ჩვენ ხშირად ვკითხულობთ და გვესმის იმ პრაქტიკების შესახებ, რომელსაც „პერსონალურ ასისიტირებას“ უწოდებენ, რაც სინამდვილეში რაღაც სრულიად განსხვავებულია, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს პუბლიკაცია ხელს შეუწყობს პერსონალური ასისტენტის სერვისის და მხარდაჭერის ამ ფორმასთან დაკავშირებული რიგი საკითხების უკეთ გააზრებას. აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ მეტი ინფორმაციის მიწოდებით, უფრო ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაინტერესდება პერსონალური ასისტენტის აყვანით ან ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისის ადვოკატირებით...

 

 

სხვა სიახლეები